Instructions: workshop and intervention

29684119_10211502536380304_3617068136916190497_n

გამოფენა ” ინსტრუქციები” თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის და სკოლის VERTIGO თანამშრომლობის – ვორქშოფის შედეგია.

ვორქშოფი, თანამონაწილეობის ხელოვნებას და არასაგამოფენო სივრცეში სახელოვნებო ინტერვენციებს ეხებოდა.

მონაწილეებმა სახელოვნებო ჩარევისათვის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე უსახელო, ე.წ. შერეული მაღაზია შეარჩიეს.
მაღაზია ხალხმრავალ ადგილზეა, პატარა სივრცეში ერთდროულადაა განთავსებული ტანსაცმლის, ჭურჭლის, კოსმეტიკის დახლები, ვალუტის დასახურდავებელი ჯიხური და ჭიქებსა თუ მაისურებზე ბეჭდვის კუთხე.

შერეული მაღაზია თბილისის სინამდვილეს ირეკლავს: ქაოსი, სივიწროვე, ხმაური, სიჭრელე. მონაწილეები აანალიზებენ მოცემულობას და სხვადასხვა ხერხებითა თუ გზებით შესაძლო ცვლილებებს, შეცდომებს, სურვილებს, კომენტარებს აკეთებენ.

ეკა ასათიანის ნამუშევარი მიმოწერა, წერილებს პირადი არქივიდან ახალ, უცნობ და შემთხვევით ადრესატებს უგზავნის. წერილები ტანსაცმლის ჯიბეებსა და ჩანთებშია დამალული. ტანსაცმლის მყიდველი უეცრად საკუთარ ჯიბეში უცნობი ადამიანების მიმოწერას პოულობს და დავიწყებული ისტორიის ნაწილი ხდება.

თიკუნა იმნაძის ნამუშევარი მაღაზიის თანამშრომლობის თანამონაწილეობით შესრულდა. თანამშრომლების პორტრეტები, კოსმეტიკის სექციის კონსულტანტმა მარიამ ბიბინეიშვილმა გადაიღო. ფოტოებზე თანამშრომლებმა ოცნებები აიხდინეს. პირობითად ახდენილმა ოცნებებმა, გასაყიდ ჩარჩოებში უცნობი ადამიანების სარეკლამო პორტრეტები ჩაანაცვლეს.

ნინი ჯინჭარაძემ მაღაზიაში კულტურული, ორთოგრაფიული თუ მექანიკური შეცდომები იპოვნა, შეაგროვა და სავარჯიშოების წიგნად გადააქცია. კვლევის შედეგად გამოვლენილი ხშირად დაშვებადი შეცდომები საქართველოში თანამედროვე კულტურის გარკვეულ სახეს წარმოადგენს. სავარჯიშოების წიგნი შეიძლება შეკითხვად წავიკითხოთ – სად არის სინამდვილეში შეცდომა?

ელენე ედიშერაშვილი სუბიექტური ხედვით მაღაზიის ახალ გარემოს ქმნის, რომელიც კონფლიქტშია არსებულ სივრცესთან. ინტერიერის პრინტი მაღაზიაში ახალ უტოპიურ შესაძლებლობებს წარმოშობს და განსხვავებულ წესრიგს გვთავაზობს.

ინსტრუქციები სავარჯიშოა შემდეგი დავალების შესრულებამდე – უფრო დიდ და გამბედავ ნაბიჯებამდე.

მონაწილეობენ: ეკა ასათიანი, თიკო იმნაძე, ელენე ედიშერაშვილი და ნინი ჯინჭარაძე.

Exhibition “Instructions” is a result of collaborative workshops arranged by Museum of contemporary Arts Tbilisi and Art school VERTIGO.
Workshops referred to participatory Art and interventions in public or private spaces.

Participants have chosen the shop of mixed products at Marjanishvili street as the location for their exhibition. Small space deployed in heavily populated area has the counters of closes, cosmetics, tableware, money exchange and T-shirt printing side by side.
The mixed shop is a reflection of Tbilisi reality: Chaos, tightness, noise, colorfulness. Participants sum up given and express their perception by making changes, mistakes, wishes and comments.

Instructions is an exercise until the next task – bigger and more brave upcoming step.

Here are the participants:
Eka Asatiani, Elene Edisherashvili, Tikuna Imnadze, Nini Jincharadze

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s